აჭარის საიმიჯო კამპანია ევრონიუსზე

13 ივნისი 2023, 11:50 580 ნახვა

ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო კამპანია მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობა.

გარდა საიმიჯო  ვიდეორგოლებისა, რომელიც პრაიმთაიმში გადაიცემა, ბათუმის შესახებ დაგეგმილია სპეციალური სიუჟეტების მომზადება.

სარეკლამო კამპანიის მიზანი ბათუმის, როგორც უსაფრთხო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების  პოზიციონირებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში