ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის შეხვედრა

13 ივნისი 2023, 14:08 569 ნახვა

რეგიონული თანამშრომლობა ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და სხვა სექტორებში; სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარება, - ამ საკითხებს ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის  - კარეკის მონაწილეები თბილისში განიხილავენ.

პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მისი მიზანი წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობაა.

წელს, საქართველო CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო CAREC-ის მინისტერიალს უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში