ჭაბუკ მოჭიდავეთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე 

14 ივნისი 2023, 10:10 679 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეებს შორის  საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კონტინენტის ჩემპიონები 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ერეკლე თავბერიძე და 110 კილოგრამში მოჭიდავე საბა ჩილაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი იური ჩაფიძე და გიორგი ჭიკაიძე დაეუფლნენ. დღეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებს ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი აქვთ – ოქროს მედლებისთვის ლუკა ლომაძე და საბა ფურცელაძე იჭიდავებენ.

ბრინჯაოს მედლისთვის კი ჯაბა ბოლქვაძე, კობა ქარუმიძე და საბა სურმანიძე იბრძოლებენ. პირველი დღის შემდეგ საქართველოს გუნდურ ჩათვლაში 100 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში