იაპონიაში ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა ინსტრუქტორებს

14 ივნისი 2023, 10:10 502 ნახვა

იაპონიის თავდაცვის ძალების ორი ინსტრუქტორი დაიღუპა და ერთი დაშავდა მას შემდეგ, რაც 18 წლის ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა მათ სამხედრო ობიექტზე სწავლების დროს. ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გენერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდამსხმელი სამხედრო სამსახურს აპრილში შეუერთდა და, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღით და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით ყველა სასწავლო წვრთნები შეჩერდება. მსხვერპლთა შორის არის 50 წელს გადაცილებული კაცი და ორი 20 წლის ახალგაზრდა.

სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეიარაღებული თავდასხმები ძალიან  იშვიათია იაპონიაში, სადაც იარაღის ფლობა მკაცრად რეგულირდება და ამ უფლების მისაღებად    შემოწმების მკაცრი პროცედურის გავლაა საჭირო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში