რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზე, არის მსხვერპლი

14 ივნისი 2023, 11:00 564 ნახვა

ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა  ბიზნეს ცენტრსა და საცალო ვაჭრობის ქსელის საწყობს. დაიღუპა 3  და დაშავდა 7 თანამშრომელი. დანგრეულია ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.

საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი. ოკუპანტებმა ოდესას შავ ზღვაში მყოფი გემიდან კალიბრის ტიპის  4 რაკეტა ესროლეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტის განეიტრალება შეძლო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში