მაღაროელების პროტესტი გრძელდება - მედიაციის პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო

14 ივნისი 2023, 11:15 590 ნახვა

ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინიშნა მედიატორი. უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან.

მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. 

მაღაროელები  ჭიათურის მერიის შენობის წინ აქციას უკვე მე-8 დღეა მართავენ. პროტესტის ნიშნად გუშინ ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო  პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო სამცვლიან გრაფიკს აპროტესტებენ, რამაც, მათივე განმარტებით, ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დღეების მატება გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში