საქართველოს რაგბის შვიდქალა ნაკრები ევროსაგზურისთვის იბრძოლებს

14 ივნისი 2023, 14:01 512 ნახვა

საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის ალაფაზე იასპარეზებს და რანგით უმაღლესი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ქალთა გუნდს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს უთამაშია, ალაფაზე ანუ მეორე დივიზიონში კი, საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი ჰქონდა. წელს რაგბი ევროპის ალაფა ორ ეტაპად გაიმართება: პირველი - ზაგრებში 16-18 ივნისს და მეორე - ბუდაპეშტში 7-8 ივლისს. პირველ, ზაგრების ეტაპზე საქართველო ცე ჯგუფში უნგრეთთან, ავსტრიასა და ბულგარეთთან ითამაშებს.

ეი ჯგუფში თურქეთი, დანია, მოლდოვა და უკრაინა მოხვდნენ, ხოლობი-ში ნორვეგია ფინეთი ისრაელი და ლატვია გაერდიანდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში