ლუკაშენკო მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ  გავრცელებულ ჭორებს უარყოფს

14 ივნისი 2023, 14:01 512 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტმა უარყო გავრცელებული ჭორები მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, მაგრამ აღიარა, რომ ადენოვირუსისგან - ჩვეულებრივი გაციების ვირუსისგან გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდა. მან აღნიშნა, რომ ავადმყოფობის დროს აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, დარბოდა,  ვარჯიშობდა  და ჰოკეის თამაშობდა და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ფიზიკურად თავი არ უნდა დაეტვირთა.

68 წლის ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჭორები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ის 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა.

მაშინ ლუკაშენკომ ბანკეტზე უარი თქვა და წითელი მოედნიდან პირდაპირ  სახლში გაემგზავრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში