სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი 

14 ივნისი 2023, 14:10 637 ნახვა

სახალხო დამცველი პატიმრობის კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლებით სარგებლობის წესებს ადგენს. არსებული რეგულაციით, საოჯახო პაემნის უფლება მხოლოდ ქალ  მსჯავრდებულს აქვს.

მოსარჩელის  განმარტებით, არსებული ნორმა დისკრიმინაციულია და მიაჩნია, რომ საოჯახო პაემნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ როგორც ბრალდებულ ქალებს, ასევე მსჯავრდებულ/ბრალდებულ კაცებსაც.

საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში