სახალხო დამცველი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა

14 ივნისი 2023, 14:30 573 ნახვა

სახალხო დამცველი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფება.  ლევან იოსელიანი რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა.  ომბუდსმენმა ზარდიაანთკარში, ერგნეთსა და ჩორჩანაში მცხოვრებლებისგან მოისმინა რა აწუხებთ მათ და რა გამოწვევებია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რისი მოგვარებაც  ადგილობრივებმა  ლევან იოსელიანს სთხოვეს, საცხოვრებლების რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებაა.

მათი ნაწილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ომის დროს დაზიანებული სახლები ვერ გაარემონტეს, ხოლო თანხა, რომელიც მათ მაშინდელი ხელისუფლების პირობებში გადაეცათ, არასაკმარისი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში