მძღოლების ტესტირება

19 თებერვალი 2017, 00:00 3465 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ. მხარეებმა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხი განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს ადგილზე გაეცნენ. მათ ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს და მძღოლთა ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს. ექსპერტები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს. 

ამავე კატეგორიაში