ტრენინგი ქალთა ორგანიზაციებისთვის

19 თებერვალი 2017, 00:00 3525 ნახვა

პროექტების წერა, ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა – ამ საკითხებზე ბათუმში ქალთა ოთახების წარმომადგენლებისთვის ხუთდღიანი ტრენინგი ტარდება. სწავლებაში, რომლის მიზანიც ქალების საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობაა, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ქალთა ოთახების პროექტს მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით  არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში