შაქირ ზოსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

15 ივნისი 2023, 11:05 825 ნახვა

,,წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა",  "ნალიაზე მე ვერ ევალ",  "შევარდენი ამოფრინდა" -  ამ და სხვა სიმღერების ავტორის შაქირ ზოსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა საზოგადო მოღვაწის მშობლიურ სოფელში.  

სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში სახალხო მთქმელის შემოქმედება გაიხსენეს, ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის შაირები შეასრულეს.  

ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი "მარეთი".   

შაქირ ზოსიძეს აჭარის ცნობილ მელექსე-მოშაირეთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს.  ის უმეტესად  სატრფიალო  ხასიათის შაირებს  სთხზავდა.  

ღონისძიების დაწყებამდე შუახევის მერიამ ადგილობრივებთან ერთად სოფელ ჯაბნიძეებში სახალხო მთქმელის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში