ინდოეთს ძლიერი ციკლონი უახლოვდება

15 ივნისი 2023, 10:05 801 ნახვა

ინდოეთი  სანაპიროებთან დღეს საღამოს  ძლიერ ციკლონის ელოდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,   სანაპირო რაიონებიდან 75 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-მდე გაიზრდება.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა თქვა,  რომ ქარიშხალმა შესაძლოა  გამანადგურებელი შედეგი გამოიწვიოს  განსაკუთრებით დაუცველი სანაპირო დასახლებებისთვის. 

სანაპირო ქალაქ დვაკაში დაკეტილია სკოლები,  ტაძრები, მაღაზიები და პორტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში