თანამგზავრულ სურათებში ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ წყლის დონეა დაფიქსირებული

15 ივნისი 2023, 10:59 879 ნახვა

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია  მაქსარ ტექნოლოჯი   თანამგზავრულ სურათებს აქვეყნებს, რომლებზეც კახოვკის კაშხლის განადგურებამდე და  მის შემდეგ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის  გამაგრილებელი აუზია დაფიქსირებული. ეს აუზი  ატომური ელექტროსადგურის  ექვსი რეაქტორის შესაძლო კატასტროფული  გადახურებისგან გასაგრილებლად გამოიყენება.

კახოვკის წყალსაცავი ამ აუზის შესავსებად  გამოიყენებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ახლა შეუძლებელია მისი წყლის დონის დაცემის გამო - აცხადებენ უკრაინის ატომური უსაფრთხოების დეპარტამენტში. უწყებაში ივარაუდეს, რომ  აუზი, რომელიც გამოყოფილია წყალსაცავისგან, ღრმა მიწისქვეშა ჭაბურღილების გამოყენებით შეიძლება შეივსოს.

კაშხლის განადგურებიდან ორი დღის შემდეგ აუზში წყლის დონე სტაბილურია. ევროპარლამენტმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა და ევროკავშირს მოუწოდა  გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში