საზღვაო კატასტროფა საბერძნეთში 

15 ივნისი 2023, 10:15 676 ნახვა

საბერძნეთის ნაპირებთან ბოლო წლებში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფა მოხდა.

მინიმუმ 79 ადამიანი დაიხრჩო, ასობით დაკარგულად ითვლება საბერძნეთის  სანაპირო ქალაქ პილოსიდან სამხრეთ-დასავლეთით 80 კმ მოშორებით ღია ზღვაში მიგრანტებით სავსე  ნავის გადატრიალების და ჩაძირვის შედეგად. მაშველებმა  რამდენიმე მიგრანტი ვერტმფრენით გადაარჩინეს.  

შემთხვევის რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ევროპის  მიგრანტთა გადარჩენის  საქველმოქმედო ორგანიზაციის  განცხადებით,  20-დან 30 მეტრამდე სიგრძის გემზე დაახლოებით 750 ადამიანი იმყოფებოდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში