ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ ბაბილთან განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო, მოძრაობა აიკრძალა

15 ივნისი 2023, 19:33 463 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფ. ბაბილი) მონაკვეთზე 300 მ-ზე, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში