ფილმები საგზაო უსაფრთხოების თემაზე - დაჯილდოების ცერემონია

16 ივნისი 2023, 11:10 604 ნახვა

საგზაო უსაფრთხოების  თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი დასრულებულია.  ჟიურიმ  11 გამარჯვებული გამოავლინა.  პირველი პრიზის ავტორი  გრიგოლ ჟორდანია გახდა, რომლის მიერაც  გადაღებული  5-წუთიანი ფილმი ავტომობილის მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებას და არსებულ რისკებს ეხებოდა. 

ფილმების კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ პროექტის   ფარგლებში ჩატარდა. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად პროექტის ერთ -ერთი მთავარი მიზანი   გამართული საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა.   

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს,   საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით   არაერთი ძირეული რეფორმა განხორციელდა, თუმცა  ავარიების შემთხვევები კვლავ მაღალია. მათი დიდი ნაწილი გამოწვეულია უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით, მათ შორის  იმის გამო, რომ   მძღოლები  ან ალკოჰოლური, ანდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ  არიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში