„მედიის განვითარება და საარჩევნო პროცედურების გაშუქების ახალი მიდგომები“ - კონფერენცია

16 ივნისი 2023, 11:05 494 ნახვა

„მედიის განვითარება და საარჩევნო პროცედურების გაშუქების ახალი მიდგომები“- ამ თემაზე ბათუმში ცესკომ, უსკომ და ევროპის საბჭომ ერთობლივი კონფერენცია გამართეს.

ტრენინგს 35 მდე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. კონფერენციის ძირითადი თემაა ფართო მასშტაბით, ელექტრონული საშუალებებით ჩატარებული არჩევნები და მისი მნიშვნელობა. 2024 წლის არჩევნებში, ახალი სისტემით ამომრჩეველთა 90 პროცენტს ექნება საშუალება საკუთარი ნება გამოხატოს.

სწორედ ამ ახალი სისტემის დანერგვის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამომრჩევლების ინფორმირებას, რაშიც ასევე დიდი როლი ეკისრება მედიას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში