ოკუპანტის იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე

16 ივნისი 2023, 10:30 518 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე იერიშს. ხერსონის ოლქში დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვისა და რუსულ ძალებს შორის გასულ დღეს 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა. უწყების ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით.

ოკუპანტმა გასულ დღესაც გამოიყენა ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონები, თუმცა ყველა მათგანი უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს. 21-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, რა დროსაც 3 ბავშვი დაშავდა. ოკუპირებული ლუგანსკის ოლქიდან კი 150 ბავშვი გაიტაცეს, ინფორმაციას უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინის დამცველებმა მტრის კონცენტრაციის ადგილებს 13 დარტყმა მიაყენეს. პარალელურად გრძელდება ომში მყოფი ქვეყნის დახმარება. უკრაინა ლეოპარდ 2-ის დამატებით ტანკებს მიიღებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში