ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, მძიმეა - გუგა ქაშიბაძე

16 ივნისი 2023, 12:23 660 ნახვა

ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მეხი დაეცა, მძიმეა. ჯარისკაცი უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ჯარისკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გუშინ ღამით, გადმოყვანილი იქნა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან რეანომობილით. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. დამწვრობა აღენიშნება მკერდის წინა ზედაპირზე, ქვემო კიდურებზე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

გუშინ, 15 ივნისს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში