ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

16 ივნისი 2023, 12:40 573 ნახვა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა.

მათივე თქმით, პროტესტის ამ ფორმას, შესაძლოა, სხვა მაღაროელებმაც მიმართონ, თუ მოლაპარაკება დადებითი შედეგით არ დასრულდება.

ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა გაფიცული არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს კიდეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში