ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ქობულეთში ემზადება 

17 ივნისი 2023, 10:51 666 ნახვა

21 ივნისს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. საქართველოში თამაშები სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ბათუმში ორ მატჩს გამართავს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები, რომელიც უკვე საქართველოშია.

ბრიტანელებმა პირველი ვარჯიში უკვე გამართეს, რომელსაც ქობულეთის „შუქურას“ ბავშვთა გუნდები და სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების მოსწავლეები დაესწრნენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ინგლისელი ფეხბურთელები ბავშვებს შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებთან ერთად ჯგუფში გერმანია, ბელგია და ჩეხეთი არიან.

პირველ მატჩს ინგლისის ნაკრები 22 ივნისს ბათუმში ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, 25 ივნისს ისრაელს ქუთაისში ეთამაშება, ხოლო ჯგუფის მთავარ შეხვედრას გერმანიის წინააღმდეგ 28 ივნისს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში