დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

19 თებერვალი 2017, 00:00 2635 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება, მას ფილტვების ანთება დაუდგინდა – აცხადებს ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო უნგიაძე. მისივე ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გამოირიცხა მწვავე დაზიანება მიოკარდიუმის და შემდგომმა კვლევებმა გამორიცხა გულის ორგანული დაზიანება. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში 17 თებერვალს გადაიყვანეს. შეგახსენებთ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

ამავე კატეგორიაში