საქართველო-არგენტინის თანამშრომლობა

17 ივნისი 2023, 17:19 862 ნახვა

არგენტინელი და ბრაზილელი წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან.  26 ივნისიდან  8 ივლისის ჩათვლით შეხვედრებს გამართავენ, ბათუმში შეხვდებიან სამთავრობო და კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ასევე დაგეგმილია ბრაზილიის ტელევიზიის მიერ მომღერალ სოფო ხალვაშისა და ანსამბლ „არსიანის“ გადაღება, რომლის ჩვენებაც როგორც აცხადებენ ტელევიზიით 80 ქვეყანაში მოხდება.

დღეს კი კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის ასოციაციამ - სახელმწიფო მნიშვნელობის თემებზე არგენტინის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, შეხვედრა მიზნად ისახავდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში.

როგორც ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, სამხრეთ ამერიკელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს აგრარული კულტურა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში