დაპირისპირება ბორჯომში

17 ივნისი 2023, 18:04 652 ნახვა

თავდასხმა ზურა გირჩი ჯაფარიძესა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბანაკზე - ამ წუთებში ბორჯომში სიმშვიდეა, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაშ ვითარება დაძაბული იყო.

სასტუმროს გარე პერიმეტრიდან, სადაც სემინარი იყო დაგეგმილი, სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა. ისროდნენ ქვებს და საღებავებს.

ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ პოლიცია დაგვიანებით მივიდა შემთხვევის აღსაკვეთად და არავინ დაუკავებია.

შსს-ში საკითხზე ჯერჯერობით რაიმე სახის ინფორმაციას არ იძლევიან.  იქამდე კი ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე, გორში, თავს დაესხნენ ზურაბ ჯაფარიძეს. მას მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდასხმის მიზეზი, როგორც თავად მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, ჯაფარიძის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებია.

ჯაფარიძე პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოჰკითხეს, მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა, თუმცა, მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში