საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კვიპროსი დაამარცხა

18 ივნისი 2023, 00:43 727 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შემთხვევაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები 2-1 დაამარცხა.
ანგარიში 31-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა.

39-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტი პიტასმა გაიტანა და პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 

84-ე წუთზე საქართველოს შეტევისას ლობჟანიძის პასის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ორი მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს  4 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.
20 ივნისს მომდევნო შეხვედრას საქართველო გასვლაზე ჯგუფის ლიდერთან შოტლანდიასთან ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში