თავდასხმა უგანდაში სკოლაზე

18 ივნისი 2023, 10:13 619 ნახვა

უგანდის ერთ-ერთ სკოლაში რადიკალური ისლამისტური ძალების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. სულ მცირე 41 ადამიანია დაღუპული. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მდებარე საშუალო სკოლაში მოხდა.

პოლიციის განცხადებით, თავდასხმა „მოკავშირე დემოკრატიულმა ძალებმა“ განახორციელეს. დამწვარია სკოლის საერთო საცხოვრებელი და გაძარცვულია საკვების საწყობი.

თავდამსხმელებმა ასევე 6 პირი გაიტაცეს და ისინი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში