BATUMI OPEN - საერთაშორისო ტურნირი კარატეში

18 ივნისი 2023, 20:04 899 ნახვა

ბათუმში დასრულდა ტრადიციული ტურნირი კარატეში „ბათუმი ოუფენ“, რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდა. შეჯიბრებაში 13 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები.

საქართველო ტურნირზე 110 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე თურქეთის ნაკრები გავიდა, მესამეზე კი ირანის გუნდი. წარმატებით იასპარეზეს ირანის ნაკრების წარმომადგენლებმა, ფერეიდნელმა ქართველებმა ძმებმა ბოთავანებმა, რომლებმაც დისციპლინა კატაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

აქვე გეტყვით, რომ აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სურმანიძემ ჩვენი მაუწყებლის სპორტული ჟურნალისტი ირაკლი დარცმელიძე საინფორმაციო მხარდაჭერისთვის საგანგებო თასით და მედლით დააჯილდოვა.

ტურნირი მომავალ წელს კვლავ გაიმართება და გოჩა სურმანიძის თქმით, მასში გაცილებით მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში