საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში შშმ პირთათვის

18 ივნისი 2023, 20:03 556 ნახვა

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში შშმ პირთა შორის, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის.

აჭარის გუნდმა სამი მედალი მოიპოვა. ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული ანანო გოგონაძემ მოიპოვა, ბათუმელი ანნა მგელაძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, მარგალიტა ნათელაური კი ბრინჯაოს დასჯერდა.

ვაჟთა შორის პირველ ადგილზე ლერი ტალიკაძე გავიდა, ვერცხლი ბათუმელ ბადრი ბოლქვაძეს ერგო, ბრინჯაო კი ქედის წარმომადგენელმა რომან წითელაძემ მოიპოვა.

ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში