უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

19 ივნისი 2023, 10:03 541 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - დღის განმავლობაში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნეს.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპციში დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანებულია მანქანები და შენობები.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ქალაქი კუპიანსკიც, სადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მანქანები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში