რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე - გაერო

19 ივნისი 2023, 10:33 447 ნახვა

რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. ინფორმაციას გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.

„გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის დანგრევით. რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, ისინი გააგრძელებენ მუშაობას დაზარალებულ ხალხთან წვდომის მოსაძებნად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში