ძალისმიერ სამჭიდში თემო სამხარაძე მსოფლიოს ჩემპიონია

19 ივნისი 2023, 10:30 552 ნახვა

მალტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ კლასიკურ სამჭიდში კვლავ წარმატებით იასპარეზა ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურის მკვიდრმა თემო სამხარაძემ, რომელმაც პირველობა არც ამჯერად დაუთმო არავის.

ქართველმა ათლეტმა ამოწევაში 382 კილოგრამი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დეტალურ ინფორმაციას თემო სამხარაძის ასპარეზობის შესახებ მისი საქართველოში დაბრუნებისთანავე შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში