ბრაზილიაში ციკლონმა 12 ადამიანი იმსხვერპლა

19 ივნისი 2023, 10:50 707 ნახვა

12 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიის სამხრეთ რიო გრანდე-დუ სულის შტატში ტროპიკული ციკლონის შედეგად, რომელიც  რეგიონს პარასკევს დაატყდა თავს. ძლიერმა ქარიშხალმა და კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა  გამოიწვია. დატბორილ რაიონებში შვეულმფრენებით უგზოუკვლოდ დაკარგულ 5 ადამიანს ეძებენ.

მაშველთა ჯგუფები სტიქის რაიონებში ნავების გამოყენებით ცდილობენ  დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარებას. ტროპიკულმა ციკლონმა ყვლაზე მეტად პატარა ქალაქი კარაა დააზარალა, სადაც 8 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დატბორილი რაიონებიდან ევაკუირებული ადამიანები სპორტულ დარბაზებში მოწყობილ დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.

ხელისუფლება მოსახლეობას  რამდენიმე რაიონში მეწყრული პროცესების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში