ილია დარჩიაშვილის ვიზიტი შვეიცარიაში

19 ივნისი 2023, 17:35 773 ნახვა

პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს იგნასიო კასისს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.  მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი რთული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპის კონტინენტისთვის და რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ საქართველოში, ამასთან გაზრდილია როგორც ვაჭრობის დინამიკა, ისე  შვეიცარიიდან საქართველოში მომავალი ვიზიტორების რაოდენობა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში