ნატო მზად არის კოსოვოში მშვიდობა დაიცვას

20 ივნისი 2023, 11:01 654 ნახვა

კოსოვოში ნატოს ჯარი მზადაა  ნებისმიერი სიტუაციისთვის, თუკი გასული დღეების მსგავსი ძალადობის აქტები საფრთხეს შეუქმნის  მშვიდობას. ამის შესახებ პრიშტინაში ნატოს ჯარის მეთაურმა განაცხადა.  ჟურნალისტებთან საუბრისას  ანჯელო  მიკელე  რისტუჩიამ განაცხადა, რომ გასულ დღეებში  შედარებითი სიმშვიდის მიუხედავად,  სიტუაცია ძალიან დაძაბული რჩება. 

ნატოს 30 მშვიდობისმყოფელი, რომლებიც კოსოვოს ჩრდილოეთში 3 ქალაქის ადმინისტრაციას იცავენ, მაისის ბოლოს  სერბ მომიტინგეებთან შეტაკებისას დაშავდნენ. დაშავდა ასევე აქციის  52 მონაწილეც. 

ნატო, რომელიც  კოსოვის  1999 წელს ომის დასრულების შემდეგ იცავს, კოსოვოში  თავისი ძალების დამატებით 700 ჯარისკაცით გაზრდას და კიდევ ერთი ბტალიონის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას აპირებს. ჯამში კოსოვოში  ნატოს ძალები 4 ათას 511-მდე გაიზრდება. 

კოსოვოს ჩრდილოეთში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სერბებითაა დასახლებული, ყველაზე დიდი დაძაბულობაა  მას შემდეგ, რაც 2008 წელს ქვეყანამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კოსოვოს ჩრდილოეთში ჩატარებულ არჩევნებში ეთნიკურად ალბანელმა კანდიდატებმა დაიკავეს თანამდებობები.  სერბებმა  კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში