აშშ-ისა და კანადის სანაპირო დაცვა გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ეძებს

20 ივნისი 2023, 11:08 603 ნახვა

ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი იმ წყალქვეშა ნავის მგზავრებს შორისაა, რომელიც ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ტურისტების გადაყვანისას  უგზოუკვლოდ დაიკარგა. მანამდე  თავად ჰარდინგმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რომ წყალქვეშა ბორტზე იქნებოდა. მისგან შემდგომი პოსტები არ ყოფილა.

ჰარდინგის პოსტის თანახმად, ექსპედიცია პარასკევს 16 ივნისს დაიწყო და პირველი ჩაყვინთვა კვირას 19 ივნისს დილით იყო ჩანიშნული. 

აშშ-ს სანაპირო დაცვის განცხადებით,  ბორტზე ერთი პილოტი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდა და გემს წყალქვეშ  96 საათის განმავლობაში შეეძლო ყოფნა. უცნობია არის ის წყალქვეშ,  თუ ზედაპირზეა და ვერ ახერხებდა კომუნიკაციას . აშშ-ისა და კანადის საზღვაო სანაპირო დაცვის  ხომალდებმა და თვითმფრინავებმა დაიწყეს  გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნის ოპერაცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში