ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ

20 ივნისი 2023, 13:43 574 ნახვა

ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა  განაცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა.

მისივე თქმით, ახალგაზრდა კაცი მას ჭავჭავაძის ქუჩაზე დახვდა და კვერცხი ესროლა. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს პოლიციას მიმართოს.

"თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე.. ერეკლე... რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში