უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 40 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

21 ივნისი 2023, 10:12 449 ნახვა

კიევსა და კიდევ რამდენიმე ოლქში, ღამით საჰაერო განგაში მოქმედებდა. განგაში გამოცხადდა სუმის , პოლტავის, კირივოკრადისა და ჩერკასის ოლქებშიც. ხმელნიცკის ოლქში კი, აფეთქებების ხმა ისმოდა.

ფრინტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად, ისევ დონეცკის ოლქი რჩება.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის სულ 40 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება - გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები უკრაინას თავს დაესხნენ 33 Shahed-ის ტიპის ირანული დრონით, 7 საზენიტო მართვადი რაკეტით და ერთი „ისკანდერ-მ“ სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტით.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა Shahed-ის 30 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 83 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 58-ჯერ გაუხსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 9 დარტყმა მიაყენა, 3 დარტყმა კი მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში