„ქობულეთის ზაფხულის თასი 2023"

21 ივნისი 2023, 11:08 1230 ნახვა

„ქობულეთის ზაფხულის თასი 2023" - ფესტივალის ფარგლებში, ბომბორას აკადემიის და ქობულეთის მერიის ეგიდით ფინალური შეჯიბრი  ჩელე არენაზე  გაიმართა.

ფინალური ტური ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა,  ერთმანეთს  ბომბორას აკადემია და მახინჯაურის საფეხბურთო კლუბები შეხვდნენ. მატჩი მახინჯაურის საფეხბურთო კლუბის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. 

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს  მედლები და სიგელები გადაეცათ. ფესტივალი წელს პირველად გაიმართა და მასში  64-სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მონაწილეობდა. 

ფესტივალის  მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში