ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა დაიწყო

21 ივნისი 2023, 10:54 484 ნახვა

დასავლეთ საქართველოში ფაროსანის წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა დაიწყო იმ სოფლებში, სადაც მონიტორინგის შედეგებით, ფაროსანის დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ხორციელდება წერტილოვანი წამლობები წინასწარ განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში სულ განთავსებულია 54 ათას 570 სპეციალური სადგური.

ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა ღამის საათებში მიმდინარეობს. თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით წამლობები, კლიმატისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ფაროსანის გამოზამთრების ფაზის დადგომამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში