ბათუმის პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეების დაზიანებისა და მწვანე ნარგავების მოპარვის ფაქტები დაფიქსირდა

21 ივნისი 2023, 14:07 742 ნახვა

ბათუმის პარკებსა და სკვერებში ინფრასტრუქტურის, საყვავილე კლუმბების, ხე-მცენარეების დაზიანებისა და მწვანე ნარგავების მოპარვის ფაქტები დაფიქსირდა. ინფორმაციას  ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აეროპორტის გზატკეცილზე ავტომანქანით ერთწლოვანი ნარგავები დააზიანეს. ათეულობით მცენარე მოიპარეს რუსთაველის ქუჩაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

გამწვანების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ გარემოსა და ჩვენს ქალაქს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში