შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან 

21 ივნისი 2023, 14:18 845 ნახვა

პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში წარმატებით იასპარეზა ქობულეთის რაიონის სოფელ ჯიხანჯურის მკვიდრმა, 22 წლის ევროპის აბსოლუტურმა რეკორდსმენმა თემურ სამხარაძემ, რომელმაც წელს პირველად მოსინჯა ძალა დიდებში.

სამჭიდის ჯამში სამხარაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ცალკეულ მოძრაობა ამოწევაში 382,5 კილოგრამის დაფიქსირების შემდეგ დაიკავა პირველი ადგილი. თემო სამხარაძე უკვე  ორგზის ევროპის ჩემპიონია. მან ჩაჯდომში 403 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც ევროპის 23-წლამდელთა და დიდების რეკორდი მოხსნა.

ასევე სამჭიდის ჯამში დააგროვა 982,5 კილოგრამი და აქაც როგორც 23 წლამდელთა, ასევე დიდებშიც ევროპის რეკორდი დაამყარა. სამხარაძემ ქართული სამჭიდის ისტორიაში საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

წარმატებულ ათლეტს აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში