ოქრო და ვერცხლი ბელგიიდან

21 ივნისი 2023, 19:56 666 ნახვა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ღია საერთაშორისო ტურნირზე „ბრილიანტის თასი“ წარმატებით იასპარეზა აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრებმა. შეჯიბრებაში 20 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ლევან ცინცაძის შეგირდებმა ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი ლაშა შანთაძე გახდა, რომელმაც ფინალში თანაგუნდელ დათა ფუტკარაძეს მოუგო. დავით მსხალაძე ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ირანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელების გადაწყვეტილებით, მსხალაძე ეროვნული გუნდის ღირსებას ტოკიოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში დაიცავს. აქვე გეტყვით, რომ ხვალ აჭარის ახალგაზრდული ნაკრები უნგრეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტურნირზე 18 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან შვიდი აჭარის სკოლის აღზრდილია. ესენი არიან: ანრი და დიმიტრი მსხალაძეები, ლუკა მგელაძე, გიორგი კასრძე, გრიგოლ ბერიძე და დავით და გიორგი ძნელაძეები. ევროპის ჩემპიონატი ქალაქ დებერცენში 23-25 ივნისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში