საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა

21 ივნისი 2023, 22:01 868 ნახვა

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

37-ე წუთზე წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი გაგუამ ანგარიში გაიხსნა.

პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში კი ისევ წიტაიშვილმა ჩააწოდა და გოლი საბა საზანოვმა თავური დარტყმით გაიტანა.

მეორე ნახევარში 79-ე წუათზე პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა არაუხიმ წითელი ბარათი მიიღო და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

საბოლოო ჯამი საქართველოს ნაკრებმა 2-0 გაიმარჯვა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი 3 ქულით საქართველოს ნაკრებია. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 24 ივნისს ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში