უცვლელი მოთხოვნებით, თბილისსა და ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

22 ივნისი 2023, 10:01 526 ნახვა

პროტესტის მე-17 დღე. მაღაროელების  პროტესტი ჭიათურასა და თბილისში გრძელდება.

გაფიცული მაღაროელები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.

შეკრებილების ნაწილი შიმშილობს, ნაწილმა კი პროტესტის კიდევ უფრო უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი და თვალები ამოიკერა.

მათივე განცხადებით, შიმშილობა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე კომპანიის მხრიდან მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნები არ შესრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში