დღეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კიდევ 4 მატჩი გაიმართება

22 ივნისი 2023, 10:44 763 ნახვა

21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება. მეორე სათამაშო დღეს კიდევ 4 თამაში ჩატარდება.

20:00 საათზე ბათუმში ინგლისისა და ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრებების თამაში დაიწყება.

სხვა მატჩები:

  • ნორვეგია - შვეიცარია 20:00 საათი - კლუჟ-ნაპოცა;
  • ​გერმანია - ისრაელი 20:00 საათი - ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი;
  • ინგლისი - ჩეხეთი 20:00 საათი - ბათუმი არენა;
  • იტალია - საფრანგეთი 22:45 - კლუჟ არენა;

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ტელესკოლა გადმოსცემს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ ტურში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში