გზა პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე

22 ივნისი 2023, 19:46 731 ნახვა

საქართველოს რეკომენდაციების შესრულების კუთხით "რაღაც პროგრესი აქვს", მაგრამ "გარკვეული სამუშაოები კვლავ ჩასატარებელია".ის,რასაც  ევროკომისიის ზეპირი მოხსნების დაწყებამდე ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობდნენ, მოხსენების შემდეგაც შეიძლება ითქვას გაიმეორეს.ზუსტად ერთი წელია გასული მას შემდეგ რაც ევროკომისიამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა, თუმცა თან  დაგვავალა 12 რეკომენდაციის შესრულება,რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მოგვიყვანოს. ერთი წლის შემდეგ კი სტოკჰოლმში გამართული დღევანდელი დახურული შეხვედრიდან ვიგებთ, რომ 12 თვეში  12 რეკომენდაციიდან შესრულებულია სამი. სტატუსს დეკემბერში  ელოდება საქართველო, მანამდე კი ოქტომბერში ევროკომისიამ საბოლოო დასკვნა უნდა დადოს. შესაბამისად  ახლა მთავარი კითხვაა მოასწრებს თუ არა ჩვენი ქვეყანა დარჩენილ 4 თვეში კიდევ  9 პუნქტის შესრულებას. სიმონ შანავა გაგვაცნობს რას ფიქრობენ ქართველი პოლიტიკოსები დასავლეთის გზავნილებზე სტოკჰოლმიდან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში