ბადრი ესებუას სასამართლო 

23 ივნისი 2023, 11:30 603 ნახვა

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.  უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და საკუთარ პოზიციას სასამართლოს კიდევ ერთხელ გააცნობს. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მოსამართლემ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში