30 წელი ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დაარსებიდან

23 ივნისი 2023, 17:37 609 ნახვა

30 წელი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დაარსებიდან. სტუდენტთა პირველი ნაკადი ბსუ-ს სამართლის პროგრამაზე 1991 წელს ჩაირიცხა. ამჟამად, კურსდამთავრებულთა რაოდენობა 3 000 აღემატება, რომელთაგან 400 სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა.როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, სამართლის პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფაკულტეტს იურიდიული მიმართულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო - შოთა რუსთველის სახელობის მედალი გადაეცა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში